LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამ ლევინმა ფეხმძიმე ცოლის ფოტო გამოაქვეყნა

133

მარტის დასაწყისში მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Maroon 5-ის ვოკალისტი, ადამ ლევინი და მოდელი ბეჰატი პრინსლუ შვილს ელოდებიან. ეს ინფორმაცია ამჯერად თავად მუსიკოსმა დაადასტურა, როცა სოციალურ ქსელში ორსული ცოლის ფოტო გამოაქვეყნა: „ლეიკერსის ჩემი ორი უსაყვარლესი გულშემატკივარი“ წერს ლევინი ფოტოზე, სადაც პრინსლუ საცურაო კოსტიუმშია წარმოდგენილი, შეზლონგზე წევს და ცნობილი საკალათბურთო კლუბის Los Angeles Lakers-ის კეპი ახურავს.

ადამ ლევინისა და ბეჰატი პრისლუსთვის ეს პირველი შვილი იქნება. ისინი 2014 წელს დაქორწინდნენ.

 

1

2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები