LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანები რომლებიც გამუდმებით უყურებენ სერიალებს, დეპრესიულები არიან

159

ამერიკელმა მეცნიერებმა ტეხასის უნივერსიტეტიდან საინტერესო კვლევის დეტალები გაგვაცნეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებიც ხანგრძლივად უყურებენ  სერიალებს, ნერვიული აშლილობა და დეპრესია აწუხებთ.სერიალების ქრონიკულმა ყურებამ კი ისინი შესაძლოა არარეალურ სამყაროზე დამოკიდებული გახადოს და დაავიწყოს ოჯახის წევრები და სამსახური.

„ადამიანები ხშირად ხვდებიან, რომ ზედმეტად დიდი დოზით უყურებენ სერიალებს, მაგრამ თავის დანებებას მაინც ვერ ახერხებენ“, – ამბობს მკვლევარი იუნ ჰაი სუნი. მისივე განცხადებით ადამიანები, რომლებიც მიჯაჭვულები არიან ტელეეკრანებთან, საფრთხეს უქმნიან ჯანმთელობასაც. მხედველობის გარდა ჩნდება წონის პრობლემებიც. ამდენად ფსიქოლოგები ურჩევენ ასეთ ადამიანებს საჭიროებისამებრ მიმართონ სპეციალისტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები