LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანები, რომლებიც იგინებიან, ჭკვიანები არიან

343

მეცნიერები გაოცებულები დარჩნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ქალები კაცებზე ხშირად ბილწსიტყვაობენ.

მაგალითად, „ინდეფენდენთის“ ცნობით, 2014 წელს ბრიტანეთში ერთ-ერთი სიტყვა, რომელიც გინების დროს ყველაზე მეტად გამოიყენება, ქალებმა ყოველ მილიონ სიტყვაში 546-ჯერ იხმარეს, კაცებმა კი 540-ჯერ.

400-მდე ადამიანმა სამი საათის განმავლობაში ჩაიწერა საკუთარი ყოველდღიური საუბარი და მკვლევარებს გაუგზავნა, ასე გამოთვალეს, ვინ რამდენ სალანძღავ სიტყვას ხმარობს ყოველდღიურად.

ეკონომიკური და სოციალური კვლევების საბჭოს ხელმძღვანელმა, ტონი მაკენერიმ „სანდეი თაიმსთან“ განაცხადა, რომ სქესთა შორის თანასწორობა  სულ უფრო ღრმავდება, ამიტომ „ქალის ენა“ და „კაცის ენა“, ამასთან – ვითომდა არსებობს სიტყვები, რომელიც რომელიმე სქესმა არ უნდა იხმაროს – უკვე ძალიან მოძველებული შეხედულებაა.

მაკენერი ამბობს, რომ გინება ქალებმა კაცებისგან ისწავლეს.

თუმცა, ქალებისთვის სულაც არ არის ეს ცუდი ამბავი. აღმოჩნდა, რომ გინება მაღალ გონებრივ შესაძლებლობებს უსვამს ხაზს, ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც ჟურნალში Language Sciences გამოქვეყნდა.

ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებიც იგინებიან, მეტი სიტყვის მარაგი აქვთ.

ეს, ალბათ, ყველაზე სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტი იყო – ავტორებმა სთხოვეს მონაწილეებს, 60 წამის განმავლობაში ეთქვათ რაც შეიძლება მეტი სალანძღავი სიტყვა. შემდეგ კი სთხოვეს, დამშვიდებულიყვნენ და სხვა რამ ჩამოეთვალათ 60 წამში, მაგალითად – რაც შეიძლება მეტი ცხოველი, ფრინველი და ა.შ.

კვლევის მონაწილეებმა, რომლებმაც მეტი სალანძღავი სიტყვის თქმა მოასწრეს 60 წამში, ამავე დროში უფრო მეტი სხვა სიტყვის თქმასაც უკეთესად გაართვეს თავი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები