LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანები, რომლებიც ხშირად ტირიან, სინამდვილეში ძლიერები არიან

1527

ტირილი ნებისმიერ ადამინს შეუძლია, თუმცა, ზოგი ცხოვრებაში სულ რამდენჯერმე ტირის, ზოგი კი პირიქით, ყველა წვრილმანზე იცრემლება. კანადის უნივერსიტეტის ფსიქოლოგების კვლევამ დაადასტურა, რომ ის, ვინც ხშირად ტირის, ბევრად უკეთ უძლებს სტრესულ სიტუაციებს, ვიდრე ის, ვინც საკუთარი ემოციების დამალვასაა მიჩვეული.

ტირილი – კარგი ადამიანის და კარგი მეგობრის მთავარი მახასიათებელია

რთულ სიტუაციაში მეგობრები ხშირად იოხებენ გულს ერთმანეთთან ტირილით, რადგან გულწრფელობა და ცრემლების გადმოყრა ახლობელთან, რომელიც ყოველთვის მზადაა მხარში ამოგიდგეთ, წყენის დავიწყების და ტკივილის დაძლევის საუკეთესო საშუალებაა.

ტირილი – გულწრფელი ემოციები

ახლობლის დაკარგვა, სიძულვილი თუ მრისხანება, სტრესული სიტუაციაა, სენტიმენტალური ფილმი თუ ჰორმონალური დისბალანსი –  ყოველთვის ნეგატიურ ემოციებს იწვევს. ნუ მოგერიდებათ საკუთარი გრძნობების გულწრფელად გამოხატვა და ნურასდროს იტყვით უარს გარშემომყოფთა მხარდაჭერაზე.

ტირილი – სტრესის დაძლევის საუკეთესო საშუალება

გრძნობების გამოხატვა არ ნიშნავს სისუსტეს. მეტიც, ტირილისას ადამიანი ნეგატიური ემოციებისგან თავისუფლდება და ერთგვარად თავიდან იბადება, განცდების და მძიმე ფიქრების მუდმივად საკუთარ თავში შენახვა კი, ხშირად არა მხოლოდ ფსიქოლოგიური, არამედ ფიზიოლოგიური პრობლემების მიზეზიც ხდება.

ტირილი – ძლიერი ადამიანის მახასიათებელია, რომელსაც არ აინტერესებს სხვისი აზრი

რთულ სიტუაციაში ადამიანი საკუთარ თავში იკეტება,  გარშემომყოფებს კი, ყალბ უღიმის და მოჩვენებით გულგრილობას აჩვენებს, რაც ნაკლებად გამართლებულია. ბევრად უკეთესია თუ გულწრფელად გამოხატავთ საკუთარ გრძნობებს და განთავისუფლდებით ნეგატიური ემოციებისგან.

ის, ვისაც არასდროს ეშინია ტირილის, სინამდვილეში საკმაოდ ძლიერია, თავისუფლად შეუძლია საკუთარი ემოციების მართვა და არასდროს კარგავს წონასწორობას რთულ სიტუაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები