LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანები, ვისაც დილით ადგომა უჭირს, ინტელექტით გამოირჩევიან

266

ის ადამიანები, ვისაც დილით საწოლიდან ადგომა უჭირთ, განსაკუთრებული ინტელექტით გამოირჩევიან. ყინვიან დილას თბილი საწოლის დატოვებაზე უარესი რა უნდა იყოს და ალბათ, ბევრი ადამიანი ოცნებობს მაღვიძარის გამორთვასა და ძილის გაგრძელებაზეც, თუმცა ადრიანად დაწყებული დღე ხომ წარმატების გასაღებად ითვლება.

ახალმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ამის გამო ნერვიულობა დიდად არ ღირს და თუკი ადამიანს საწოლის დატოვება უჭირს, ის ჭკვიანი, კრეატიული და ბედნიერია. მიღებული წესების უარყოფა და ისე მოქცევა, როგორც ამას საკუთარი სხეული კარნახობს, ამბიციურობისა და დამოუკიდებლობის ნიშანია. თუმცა, მედიკოსები კიდე ერთხელ აღნიშნავენ რომ 7-9 საათზე მეტი ძილი რეკომენდირებული არ არის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები