LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანებმა იცოდნენ, რას რისკავენ და რა შანსები აქვთ – ლევან ბოძაშვილი თავშესაფრის მაძიებლებზე

178

“საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე თავშესაფარს ეძებს, უნდა იცოდეს, რომ მისი განაცხადის დაკმაყოფილების შანსი ყოველ 2 ათას ადამიანზე 80-ში მოხვედრის ტოლფასია,” – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სპეციალისტი, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, ლევან ბოძაშვილი, აცხადებს.

ბოძაშვილის განმარტებით, ეს შანსი კიდევ უფრო მცირდება იმ ქვეყნებში, სადაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნად არის მიჩნეული.

„2017 წლის განმავლობაში თავშესაფრის მოთხოვნით ევროკავშირს 147 ქვეყნის 1.2 მილიონმა ადამიანმა მიმართა. მათგან ყველაზე მეტი სირიაზე, ერაყზე და ავღანეთზე მოდის.

“ევროკავშირის ქვეყნებში 2017 წლის ბოლო 2 კვარტალში 202 700 პირველი ინსტაციის სასამართლო გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. აქედან თავშესაფრის აპლიკაციების 46% დაკმაყოფილდა. აქედან ყველაზე მეტი გერმანიაზე (90 900), საფრაგეთზე (30 500), იტალიაზე (18400), შვედეთზე (15 500), ავსტრიაზე (14700) და საბერძნეთზე (6900) მოდის.

“დაკმაყოფილებულ აპლიკაციათა სტატისტიკა სხვა ქვეყნებიდან მიმართვებზე ყოველი 2000 განაცხადიდან ასეთია: მაკედონია – 2 %, სერბეთი – 3 %, საქართველო – 4 %, ალჟირი – 8%.

“ეს ნიშნავს, რომ თუ ამ მიზნით მიდის ადამიანი, მანდ უნდა იცოდეს, რომ მისი განაცხადის დაკმაყოფილების შანსი ყოველ 2 ათას ადამიანზე 80-ში მოხვედრის ტოლფასია. ხოლო ეს შანსი კიდევ უფრო მცირდება იმ ქვეყნებში, სადაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნად არის მიჩნეული.

“ამიტომ, კარგი იქნება თუ გაკეთდება რაიმე პორტალი, ოფისი, სადაც ადამიანებს უფასოდ აუხსნიან თავშესაფრის პროცედურებს, მათ შედეგებსა და სავარაუდო ფინანსურ თუ სხვა დანახარჯებსა და სანქციებს, რომლის დაწესებაც იგეგმება. სულ ერთი რეგულაციაა, ერთი დირექტივა და ერთიც პროცედურა. ითარგმნოს და დარიგდეს ან დაიდოს სადმე, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რას რისკავენ და რა შანსები აქვთ ამ რეგულაციების გავლის. აბსოლუტური უმრავლესობა ვიღაცის მონაყოლზე მიდის. იქნებ ბევრმა გადაიფიქროს კიდეც,“ – აცხადებს ბოძაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები