LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანებს ძაღლები ადამიანებზე უფრო მეტად უყვართ

306

ახალი კვლევების თანახმად, ადამიანები უფრო ემპათიურები  ძაღლების მიმართ არიან, ვიდრე ადამიანების . უფრო მეტიც, ზოგიერთი ადამიანი საკუთარ ოთხფეხა მეგობარზე პატარა ბავშვივით ზრუნავს, მათ ისე უყურებს, როგორც ოჯახის წევრებს. მეცნიერები ამბობენ, რომ ამ ყველაფერს ერთი ახსნა აქვს – ძაღლები  უფრო მეტ მადლიერებას ავლენენ, როცა ადამიანი მასზე ზრუნავს, ყურადღებას კი სახის მოძრაობებით გამოხატავენ.

მკვლევარებმა  ვიდეო კამერის საშუალებით ძაღლების სახის მოძრაობები აღბეჭდეს, რის შემდეგაც აღმოჩნდა , რომ  სახის მოძრაობით ძაღლი უფრო მეტად გამოხატავს მადლიერებას მზრუნველისადმი, ვიდრე ადამიანი. აღსანიშნავია, რომ  ძაღლები ასეთ დამოკიდებულებას მხოლოდ ადამიანებთან ურთიერთობისას ავლენენ, რადგან მსგავსი მოძრაობები სახეზე  სხვა ძაღლებთან ურთიერთობისას არ აღებეჭდებათ.

იმის გასაგებად თუ რატომ უყვართ ძაღლების მფლობელებს თავიანთი ოთხფეხა მეგობრები ასე ძალიან, კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩატარდა.

240 სტუდენტს აჩვენეს ყალბი ნიუსი – ძაღლებზე და ადამიანებზე თავდასხმის შესახებ. კონკრეტულად, საუბარი იყო 30 წლის ზრდასრულ ადამიანზე,  1 წლის ბავშვზე, ლეკვზე და 6 წლის ძაღლზე.

კვლევაში მონაწილე ადამიანებმა კითხვარი შეავსეს. აღმოჩნდა, რომ მსხვერპლის მიმართ თანაგრძნობის ხარისხი ლეკვის, 1 წლის ბავშვისა და ძაღლის მიმართ იყო თითქმის ერთნაირი. ზრდასრული ადამიანის მიმართ კი მაჩვენებელი ყველაზე დაბალი იყო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები