LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ადამიანებს უვაქცინოდ ვერ დავტოვებდით იმიტომ, რომ მოკვდებოდნენ”- პაატა იმნაძე

37

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომლის უვარგისობაზეც ინფორმაცია გავრცელდა, ადამიანებში არანაირი უკუჩვენება არ გამოუვლენია. როგორც მან ჯანდაცვის სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ვაქცინა ქვეყანაში ყოველგვარი კანონმდებლობის დაცვით იყო შემოტანილი, აქედან გამომდინარე, ვაქცინაზე ყოველგვარ ინსინუაციებს მიუღებლად მიიჩნევს.

ამ ვაქცინამ საქართველოში ათასობით ადამიანი გადაარჩინა ცოფისგან ისე, რომ არცერთი გვერდითი მოვლენა არ ჰქონიათ. ასე რომ ვაქცინის ხარისხზე ლაპარაკი კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია. ნახევარი მსოფლიო იცრება ვაქცინებით, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია. ჩვენ ადამიანებს უვაქცინოდ ვერ დავტოვებდით იმიტომ, რომ მოკვდებოდნენ ადამიანები, თუ ცოფის ვაქცინას არ გავუკეთებდით. სანამ ახალი არ შემოვიტანეთ, ეს ვაქცინა გავაგრძელეთ, უმოკლეს დროში ახალი შემოვიტანეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ვაქცინა არ ვარგოდა,უბრალოდ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ქარხანას მოუხსნა პრეკვალიფიკაცია“- განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. 

პაატა იმნაძეს არ განუმარტავს, რის საფუძველზე მოეხსნა პრეკვალიფიკაცია თავის დროზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც შემდეგში ახალი ვაქცინით ჩანაცვლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები