LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანებზე, ვინც არ უნდა იყოს ის, თავდასხმა არის მიუღებელი – თეა წულუკიანი

40

“ადამიანებზე ვინც არ უნდა იყოს ის, თავდასხმა არის მიუღებელი“, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მიმართ განხორციელებულ ინციდენტს.

თეა წულუკიანის თქმით, მომხდარის გამოსაძიებლად სამართალდამცავი უწყებები მუშაობენ.

“ჩემი მიდგომა არის მარტივი და მე ვფიქრობ, ასეთი მიდგომა აქვს ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ერთგული  ელემენტარული პრინციპებისა, რომელსაც ეფუძნება დემოკრატიული საზოგადოება და სახელმწიფოებრიობა. ადამიანებზე, ვინც არ უნდა იყოს ის, თავდასხმა არის მიუღებელი. ასეთ თავდასხმები, შეტევები თუ ღია აგრესია ჩვენი კანონით არის დასჯადი. შესაბამისი ორგანოები მუშაობენ, რომ არავინ არ დარჩეს უპასუხოდ და არავინ არ დარჩეს დაუსჯელი, რადგან ვქმნით ისეთ საზოგადოებას, სადაც ყველას უნდა გვეცხოვრებოდეს მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში”- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები