LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანი, რომელმაც ლონდონში 3 ადამიანი მოკლა, მასწავლებელი იყო

46

ტერორისტი, რომელმაც ლონდონის ცენტრში სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 40-ზე მეტი დაჭრა, ბრიტანეთის მოქალაქე, ბოდიბილდერი და ყოფილი მასწავლებელია.

52 წლის ხალიდ მასუდმა ვესტმინსტერის ხიდზე ფეხით მოსიარულეებს მანქანით გადაუარა, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრა. სამართალდამცველი მოგვიანებით გარდაიცვალა.

მასუდი კენტის საგრაფოში დაიბადა, თუმცა მოგვიანებით ვესტ მიდლენდში გადავიდა საცხოვრებლად. სკოტლენდ იარდში ამბობენ, რომ მასუდი წარსულში არაერთხელ იყო ნასამართლევი, ბრალდებებს შორის იყო ცივი იარაღის უკანონო შენახვა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, თუმცა ტერორისტებთან მისი კავშირი აქამდე ცნობილი არ ყოფილა.

Sky-ს წყარო, რომელიც მასუდს იცნობდა, ამბობს, რომ ის ძალიან რელიგიური იყო, სასიამოვნოდ საუბრობდა. მასთან სტუმრობას ბირმინგემში პარასკევს აზრი არ ჰქონდა, რადგან აუცილებლად ლოცვაზე იქნებოდა.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან მომხდარი თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის – თავად ხალიდ მასუდი. დაიჭრა სულ მცირე 40 ადამიანი, 7 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები