LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანის სიცოცხლე უფრო ღირებული უნდა იყოს, ვიდრე ვადა, რომელიც ახალაიას მიენიჭა – ნანა თეთრაძე

117

დღეს 7 წელი და 7 თვეა, რაც ჩემი მეუღლე გამოასალმეს სიცოცხლეს. ძალიან მტკივნეული იყო თითოეული დღე და არანაირი განაჩენი არ შეცვლის მდგომარეობას და არ მოგვიშუშებს იარებს, რომელოც ოჯახა აქვს მიღებული – ამის შესახებ სერგო თეთრაძის მეუღლემ, ნანა თეთრაძემ, ბაჩო ახალიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სერგო თეთრაძე, მიუხედავად ბევრი წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა,  ღირსეულად წავიდა ამ ქვეყნიდან და არ აღიარა “შეკერილი საქმე”,  რომელიც აბსურდული იყო.

“არანაირად არ შევცვლი კანონმდებლობას, მაგრამ მიმაჩნია, რომ ადამიანის სიცოცხლე ბევრად უფრო ღირებული უნდა იყოს, ვიდრე ის ვადა, რომელიც მიენიჭა”- აღნიშნა ნანა თეთრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები