LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შილდაში გარდაცვლილი 24 წლის გოგოს საქმის მოკვლევას იწყებს

72

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შილდაში გარდაცვლილი 24 წლის გოგოს საქმის მოკვლევას იწყებს. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ საქმეში სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობა იკვეთება.

ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ გარდაცვლილის მისამართით ოჯახის წევრების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე პოლიციამ შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა.

სოფელ შილდაში, 24 წლის ქალი მეუღლის სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

„ადგილი რამდენჯერმე ჰქონდა სხეულის დაზიანებას, თუ ჰქონდა სუიციდის მცდელობას ადგილი, სისტემატურ შეურაცხყოფას და ასეთი დამოკიდებულება გამოიკვეთა და ეს დაინახა პოლიციამ, მისთვის უნდა მიენიჭებინათ აუცილებლად მსხვერპლის სტატუსი, იგი უნდა გაეყვანათ ბავშვიანად თავშესაფარში და მისთვის მსხვერპლის სტატუსი მიენიჭებინათ, რაც როგორც ჩანს არ გაკეთებულა,“ – აცხადებს „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის“ წარმომადგენელი, ლია ხუროშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები