LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე შრომის კოდექსის ცვლილებებზე მსჯელობენ

116

“საქართველოს შრომის კოდექსისა” და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ.

კანონპროექტი, რომელიც ჯანდაცვის სამინტრომ პარლამენტს წარუდგინა, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას ითვალისწინებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას თქმით, საკანონმდებლო პაკეტის მთავარი მიზანია, აღმოიფხვრას დისკრიმინაციის ნებისმიერ ფორმა დამსაქმებლის მიერ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და გასაუბრების ეტაპზე.

კანონპროექტით განსაზღვრულია დამსაქმებლის ვალდებულება, მიაწოდოს ინფორმაცია კანდიდატს პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დებულებების თაობაზე.

წარმოდგენილი კანონპროექტი რასობრივი თუ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის თაობაზე 2000 წლის 29 ივნისის ევროსაბჭოს დირექტივებს ითვალისწინებს.

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მთავრობა დანაპირების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლინა ღვინიანიძემ თქვა, რომ შრომის უსაფრთხოების კანონი 2017 წლის ბოლომდე უნდა მიეღოთ, თუმცა პირობა დაირღვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები