LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ანდერს ბრეივიკის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო

45

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ანდერს ბრეივიკის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. ანდერს ბრეივიკის მტკიცებით, ნორვეგიის ციხეში მისი პირობები არაადამიანური და ღირსების შემლახველია. სამი მოსამართლისგან შემდგარმა კომიტეტმა საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია.

როგორც სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქმის შესწავლამ კონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევა ვერ გამოავლინა და სასამართლომ უარი განაცხადა საჩივარზე, რადგან ის აშკარად უსაფუძვლოდ მიიჩნია.

სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და ბრეივიკს მისი გასაჩივრების უფლება არ აქვს.

ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის ივლისში ოსლოში აფეთქება განახორციელა და კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდების ბანაკში ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად 77 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე. სასამართლომ ნორვეგიელ ნაციონალისტ ანდერს ბრეივიკს, რომელმაც სახელი ოფიციალურად შეიცვალა და ამჟამად ფიოტოლფ ჰანსენია, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები