LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამის 5 ფუნტი: ახალგაზრდა ფანმა ნაპოვნი ფული გოლის გამტან ფეხბურთელს გადასცა

113

ახალგაზრდა გულშემატკივარი, სახელად ადამი – “ჰადერსფილდი” “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირებას ესწრებოდა, რა დროსაც სტადიონზე 5-ფუნტიანი კუპიურა იპოვა.
აღნიშნულ შეხვედრაში, “ჰადერსფილდმა” – “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. გულშემატკივარმა კი თანხის გადაცემა ადგილობრივი კლუბის ფეხბურთელისთვის ისურვა.

ადამმა, “ჰადერსფილდის” დირექტორს წერილი მისწერა, რომელშიც ეწერა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს ნაპოვნი ფულის დატოვება არ შეეძლოთ, რადგან იგი მათ არ ეკუთვნოდათ, ამიტომაც სურდათ რომ ფული იმ ფეხბურთელისთვის გადაეცათ, რომელმაც “წითელ ეშმაკებს” გოლი გაუტანა.

“სტადიონზე 5 ფუნტი ვიპოვნე, რომელიც მამაჩემს გადავეცი. არ შემიძლია იმის დატოვება რაც მე არ მეკუთვნის. შეგიძლიათ, ჰკითხოთ ბატონ ვაგნერს შეუძლია თუ არა ფული მეთიუ მოის გადასცეს – იმიტომ, რომ მან ბრწყინვალედ ითამაშა. 5-ფუნტიანი კუპიურა კონვერტში ჩავდე”, – აღნიშნულია ადამის წერილში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები