LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ADB გუდაურში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობას დააფინანსებს

36

აზიის განვითარების ბანკი (ADB) გუდაურში წყალმომარაგების სისტემის მეორე ფაზის, წყალარინების სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას დააფინანსებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის ბოლოს დაიწყება. სამთო-სათხილამურო კურორტზე წყალმომარაგების კუთხით დღეს არსებულ ვითარებას, ბანკის გენერალური დირექტორი ვერნერ ლიპახი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან ირაკლი ქარსელაძესთან და გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის ხელმძღვანელთან გიორგი კობერიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

გიორგი კობერიძემ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელობას რეაბილიტაციის პირველი ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები გააცნო. პროექტი მთავრობის დაფინანსებით 2017 წელს დასრულდა, რომლის შედეგად გუდაურის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

,,ჩვენ უკვე წლებია საქართევლოსთან პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს. ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ურბანული განვითარება და წყალმომარაგების სექტორია. ADB უწევს ფინანსურ მხარდაჭერას გუდაურში დაგეგმილ წყალმომარაგების პროექტებს და დღეს, აქ სწორედ ამ მიზნით ვიმყოფებით. ამჟამად ბანკის ჯამური პორტფელი საქართველოს მასშტაბით 1.3-1.4 მილიარდი დოლარია. სამომავლოდ შესაძლებელია ახალი პროგრამის შემუშავება, რადგან ვფიქრობთ, რომ გვაქვს ძალიან ძლიერი პარტნიორობა საქართველოს ხელისუფლებასთან. გუდაურის სწრაფი განვითარების ტემპი კი, საკმაოდ შთამბეჭდავია“, – განაცხადა ვერნერ ლიპახიმ.

აზიის განვითარების ბანკის დირექტორი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ბანკის მიერ დაფინანსებულ მიმდინარე ინფრატსრუქტურულ პროექტებს, დაგეგმილი სამუშოების ადგილმდებარეობას და არსებულ ვითარებას გაეცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები