LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადეიშვილის ნარჩენებისგან დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, რომ სასამართლოში ძალაუფლება შეინარჩუნონ – ანა დოლიძე

369

დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ზურაბ ადეიშვილის ნარჩენებისგან, რომ მათ სასამართლო ხელისუფლებაში ძალაუფლება და კონტროლი შეინარჩუნონ, მე მათ კლანსაც ვერ ვუწოდებ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განუცხადა, სადაც დღეს იუსტიციის საბჭოს წევრები უვადო მოსამართლედ განმწესების მსურველ კანდიდატებს გაესაუბრებიან.

ანა დოლიძე იმედოვნებს, რომ გასაუბრების ეტაპზე უვადო მოსამართლეობის კანდიდატები იგრძნობენ, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი სინდისის წინაშე არიან ვალდებულები.

ამასთან, უვადო მოსამართლეობის თაობაზე განაცხადი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სულ 51 კანდიდატს აქვს შეტანილი. მათგან 17 კანდიდატი გასაუბრებას დღეს გაივლის.

”გასაუბრების ამ ეტაპის მთლიანი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მოსამართლეებმა იგრძნონ, რომ ისინი არავის წინაშე დავალებულები არ არიან და შესაბამისად, ანგარიშვალდებულნი არიან საკუთარი სინდისის წინაშე. ვფიქრობ, სწორედ ამისთვის გაიმართება ბრძოლა მომავალი 3 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის საბჭოში გასაუბრების ეტაპი უკვე დაიწყო. 17 კანდიდატის დღევანდელი სია ასე გამოიყურება: ლილი მსხილაძე, ლია ავალიშვილი, მიხეილ ბებიაშვილი, დიანა ბერეკაშვილი, ხათუნა ბოლქვაძე, ლევან გვარამია, გოდერძი გიორგიშვილი, გიორგი გოგინაშვილი, გურამ გოცირიძე, კობა გოცირიძე, შორენა გუნცაძე, ნათია გუჯაბიძე, ნონა ზარქუა, ირინა ზარქუა, დალი აბჟანდაძე, მანუჩარ კაპანაძე და დავით კეკენაძე. უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასაუბრებას 6-დან 8 თებერვლის ჩათვლით გაივლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები