LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადელმა დაბადების დღეზე ლეგენდარული „ტიტანიკი“ გააცოცხლა (ფოტო)

357

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ადელმა 30 წლის იუბილე ორიგინალურად აღნიშნა. „გრემის“ ტრიუმფატორმა მომღერალმა იუბილე უახლოესი მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა და საკულტო  კინოფილმი „ტიტანიკი“ გააცოხლა. ადელი ქეით უინსლეტის გმირის, როუზის ცნობილ კაბაში გამოჩნდა და ფილმიდან ის სცენა გაიმეორა, სადაც როუზი გემბანის კიბეზე ჩამოდის და ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად ცეკვავს. ამ ფორმაში გამოწყობილი ადელის ფოტოებმა უკვე ინტერნეტი მოიარა და დიდი გამოხმაურებაც გამოიწვია.

დაბადების დღის ამსახველი შავ-თეთრი ფოტოები მომღერალმა „ინსტაგრამზე“ თავად განათავსა, საიდანაც ჩანს, რომ მოწვეული სტუმრებისთვის დრესკოდიც გაწერილი იყო. ყველა სტუმარს 1997 წელს გადაღებული, ჯეიმს კამერონის „ოსკაროსანი“ ფილმის გმირების კოსტიუმები ეცვათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები