LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადგილები, რომელსაც 2018 წელს უნდა ეწვიოთ – National Geographic თბილისზე წერს

72

მსოფლიოში პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი National Geographic მომავალი წლის ტურისტულ მიმართულებებს ასახელებს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჟურნალი National Geographic აქვეყნებს სტატიას, სათაურით „ადგილები, რომელსაც 2018 წელს უნდა ეწვიოთ“, სადაც 21 ტურისტულ მიმართულებას შორის საქართველოც არის შესული. სიაში თბილისი მესამე ადგილზეა.

„შეიგრძენით ძველი თბილისის ბუნებრივი შარმი, საქართველოს დედაქალაქი თავბრუდამხვევი ტემპით განვითარდა და ფორმა იცვალა. თბილისში ვიზიტისას თქვენ შეგიძლიათ ქართულ ტრადიციებს გაეცნოთ, ისარგებლოთ 24-საათიანი გოგირდის აბანოს მომსახურებით, დააგემოვნოთ ხინკალი და გაეცნოთ ადგილობრივების ლეგენდარულ სტუმარ-მასპინძლობას“, – წერს ჟურნალისტი მერლინ კენედი დაქეთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები