LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადგილები, სადაც სახელმწიფო ინვესტორებს უძრავ ქონებას სთავაზობს

39

თბილისი, ციხისძირი, ყვარელი და სურამი – ეს იმ ტურისტულად აქტიური რამდენიმე ადგილის ჩამონათვალია, სადაც სახელმწიფო ინვესტორებს სასტუმროს ასაშენებლად უძრავ ქონებას სთავაზობს.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ბოლო დროს დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადებისა და ტურიზმიდან მიღებული  შემოსავლების ზრდამ კიდევ უფრო საჭირო გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

”სწორედ ამ მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ინვესტორებს სთავაზობს პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომელიც მოიცავს ტურისტულად ყველაზე აქტიურ რეგიონებში მდებარე  სახელმწიფო ქონების შეთავაზებას სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

პროექტის ფარგლებში სააგენტოს გამოცხადებული აქვს მიმდინარე  ელექტრონული აუქციონები ისეთ ტურისტულად პოპულარულ ადგილებში, როგორიცაა თბილისი – უზნაძის ქუჩა, ციხისძირი, ყვარელი და სურამი, დეტალები ხელმისაწვდომია ბმულზე www.nasp.gov.ge.”, – აცხადებენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

შეგახსენებთ, პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ 2016 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს და დღეისათვის  უკვე გაყიდულია 26 მილიონზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონება საქართველოს სხვადასხვა ადგილებში,  მათ შორის: ტაბახმელაში, უწერაში, ამბროლაურში, ციხისძირსა და თბილისში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები