LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადგილები, სადაც „სამეფო კარის თამაშები“, „ტვინ პიქსი“, „ბეჭდების მბრძანებელი” და სხვა ცნობილი ფილმები გადაიღეს

168

მათ, ვისაც ერთნაირად უყვარს კინო და მოგზაურობა, აუცილებლად უნდა მოინახულონ ის საინტერესო ადგილები, სადაც „სამეფო კარის თამაშები“, „ტვინ პიქსი“ და სხვა ტელე-  თუ კინოშედევრებია გადაღებული.

დუბროვნიკი, ხორვატია – საკურორტო ქალაქი გახმაურებული „სამეფო კარის თამაშების“ დეკორაციად იქცა, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით ცნობილ „კინოღირსშსანიშნაობებს“. სხვათაშორის, დუბროვნიკი, რომლის მშებნებლობა მე-15 საუკუნეში დაიწყო, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა რიცხვს მიეკუთვნება, ამიტომ, აუცილებლად მოინახულეთ ქალაქის მთავარი ქუჩა სტრადუნი, თავადთა სასახლე და ფრანცისკანული მონასტერი.

სოფელი ჰობიტონი, ახალი ზელანდია – მართალია, სოფელი ფილმის „ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო“ დეკორაციად მოეწყო, მაგრამ დღეს ის ტუტისტულ ღირსშსანიშნაობასთან ერთად, რამდენიმე ათასი ახალზელანდიელის სახლიცაა, სადაც მოსავლით მდიდარი ბაღები გაშენდა, ხიდები და პატარა წისქვილი გაკეთდა. სამწუხაროდ, ადგილობრივების სახლების დათვარიელება აკრძალულია, თუმცა შეიძლება პაბის „მწვანე დრაკონი“ სტუმრობა და გემრიელად წახემსება.

(ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები