LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ადგილი, სადაც ყველაზე მეტი ავარია ხდება”

143

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძებ სოციალურ ქსელში იმ ადგილის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მისი თქმით, ყველაზე მეტი ავარია ხდება.

შალვა ოგბაიძე მოქალაქეებს მოუწოდებს ამ ადგილის პრობლემის გადაწყვეტაზე ერთად იმსჯელონ.

“ფბ-სივრცეში სამსჯელოდ გამომაქვს ჩვენი დედაქალაქის კონკრეტული ადგილი, სადაც ყველაზე მეტი ავარიები ხდება.
თუ დააკვირდებით, შოსაბრუნამდე მცხეთიდან მომავალ ნაკადს(სხვათაშორის ყველაზე ჩქაროსნულს) მარცხენა მხრიდან უვიწროვდება მაღალი ბორდიურებით შემოსაზღვრული სამოძრაო ზოლი და ბოლოს სულ ქრება(!).
წარმოიშვება ,,ძაბრი”.
როგორ გადაწყვეტას შემოგვთავაზებდით?”, – წერს შალვა ოგბაიძე სოციალურ ქსელში.