LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადგილობრივი მედია – რუსეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა

19

დომოდედოვოდან ორსკში მიმავალი თვითმფრინავი პოდმოსკოვიეში ჩამოვარდა. ბორტზე 71 ადამიანი იმყოფებოდა.

წინასწარი ცნობით, კატასტროფას არავინ გადაურჩა. მგზავრებს შორის იყო ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.

საგანგებო სამსახურები წარმომადგენლები სამგზავრო ლაინერის ჩამოვარდნის ადგილზე უკვე მივიდნენ.

ჟურნალისტების ინფორმაციით, მაშველებს ცუდი მეტეოროლოგიური პირობები დახვდათ. ჩამოვარდნის ადგილთან ახლა გადაუღებლად თოვს და ტემპერატურა -5 გრადუსია.

„სარატოვის ავიახაზების“ კუთვნილ თვითმფრინავი რადარებიდან ცოტა ხნის წინ გაქრა. ბორტზე ბოლო ცნობით 71 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის ექვსი ეკიპაჟის წევრია.

მომხდარის გამოძიება უკვე დაიწყო. კატასტროფის ადგილზე გაემგზავრნენ რუსეთის საგანგებო სამსახურების და ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები