LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადიდასის ახალი ხაზი: ჯერ სპორტი და კომფორტი, მერე მოდა და სილამაზე

591

Adidas-მა „ანტიგლამურული“ კოლექცია გამოუშვა. ტანსაცმლის ახალი ხაზი 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულისაა და ბრენდის წინა ნამუშევრებისგან განსხვავდება. როგორც მისი შემქნელები აცხადებენ, მთავარი აქცენტი სპორტსა და კომფორტზე გააკეთეს და მოდა, გლამური თუ სილამაზე მეორე პლანზე გადაიტანეს.
საინტერესოა, რომ ტანსაცმლის ფოტოები ქსელში მოხვდა და მომხმარებლის დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა. მის შეძენას კი მსურველები უახლოეს მომავალში შეძლებენ.
რაც შეეხება „ადიდასს“, შეგახსენებთ, რომ კომპანია 1948 წელს გერმანიაში დაფუძნდა და სპორტული სამოსისა და ინვენტარის გაყიდვითაა დაკავებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები