LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადიდებული მდინარე, დანგრეული სახლები და ხიდი – სტიქია სოფელ ღებში

192

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებში სტიქიამ გზა და საცხოვრებელი სახლები დააზიანა.

პრობლემები მდინარე რიონისა და ჩვეშურის წყლის დონის მატებამ გამოიწვია, რაც 14 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია.

ამ დროისთვის მიმდინარეობს მდინარე ჩვეშურის კალაპოტის გაღრმავება და მდინარის კალაპოტში მოქცევა. მდინარეზე გასასვლელი საავტომობილო გზა აღდგენილია.

მოეწყო დროებითი საცალფეხო ხიდი დიდ ღებსა დ პატარა ღებს შორის, დღის მეორე ნახევრამდე აღდგება აღნიშნული უბნების დამაკავშირებელი ძირითადი ხიდიც.

ახალი ხიდის მონტაჟამდე მოსახლეობა თავისუფად შეძლებს გადაადგილებას სოფლის ორ უბანს შორის.

სტიქიის ადგილზე იმყოფება ონის მუნიციპაიტეტის მერი ემზარ საბანაძე,პირველი მოადგილე მერაბ ორდინიძე,ონის პოლიციის რაიონული სამმრთველოს წარმომადგენლები.ემზარ საბანაძე შეხვდა და გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები