LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

108

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშს სამართლიანად აფასებს.

როგორც ანგარიშის განხილვის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რეკომენდაციების ნაწილში რიგი ფაქტობრივი და შეფასებითი უზუსტობებიც იყო, რომელთა დაზუსტებაც შეკითხვების დასმის ფორმით მოხდა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ამ მიმართულებით, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. ასევე, სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარი იყო დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის ხარვეზებზე. ამ მიმართულებითაც რეფორმა გატარდა და ამჟამადაც მიმდინარეობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო გარკვეულწილად ეთანხმება იმ შენიშვნებს და ვმუშაობთ დისციპლიური სამართალწარმოების შესახებ ახალ პროექტზე. თუმცა იყო ისეთი შეფასებები და ფაქტები გადმოცემული, რომელიც აშკარად უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს სასამართლო სისტემას და ეს არ იყო ფაქტებით გამყარებული. მაგალითად, საუბარი იყო თავმჯდომარეების არასასურველ გავლენებზე,“  განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

რაც შეეხება ანგარიშში ინსტიტუციური პრობლემის სახით მოყვანილ საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის რეპლიკას, რომლის თანახმად მან ერთ-ერთ სხდომაზე განაცხადა, რომ საბჭოს წევრების მხრიდან (სიტყვიერი) ძალადობის მსხვერპლია, გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ საბჭოს სხდომაზე არანაირ ძალადობას ადგილი არ აქვს. მისი თქმით, ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, მის დასამტკიცებლად დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს კონკრეტული ვიდეო ჩანაწერით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშს გაეცნო, რომელიც საქართველოში სამართლიანი სასამართლოს არსებობას ეხება. ანგარიში საბჭოს წევრებს ომბუდსმენის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ წარუდგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები