LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადრიანა ლიმა Ocean Drive Magazine-ის მარტის თვის მთავარი გმირია

163

„ვიქტორია სეკრეტის” ანგელოზი ადრიანა ლიმა ჟურნალ Ocean Drive Magazine-ის მარტის ნომრის პრეზენტაციას დაესწრო, რომლის გარეკანზეც თავად არის გამოსახული.

მოდელს, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ფიზიკური მონაცემებით იტრაბახოს, მოკლე შავი კაბა ეცვა, რომელიც გარედან ოქროსფერი დეტალებით იყო გაფორმებული. ლიმას მსუბუქი მაკიაჟი ჰქონდა, თმა კი სადად ჰქონდა გადაწეული.

რაც შეეხება ჟურნალის გარეკანს, მასზე მოდელს შავი მოკლე შორტი და ოქროსფერი პერანგი აცვია, რომელიც სექსუალურად არის შეხსნილი და მკერდის ნაწილი უჩანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები