LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადრიანო ჩელენტანო 80 წლის გახდა

1128

ლეგენდარული იტალიელი მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი, რეჟისორი, ტელეწამყვანი, ადრიანო ჩელენტანო დღეს 80 წლის გახდა. ასე მიაჩნია გერმანული გამოცემა Deutsche Welle-ს და მის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

“1938 წლის 6 იანვარს, ხელმოკლეობის გამო აპულინიდან მილანში, მუშათა კვარტალში გადასული ჩელენტანოების ოჯახში მეხუთე ბავშვი დაიბადა. მისი დედა იმ დროს უკვე 44 წლის იყო. მას ეშინოდა, რომ ჩვილი ვერ გადარჩებოდა, თუმცა ის კერკეტი აღმოჩნდა და მალე ყველას ძალიან შეაყვარა თავი“, – ასე იწყებს სტატიას გამოცემა.

დღეს ადრიანო ჩელენტანოს 80 წლისასაც კი ჭკუიდან გადაჰყავს ქალები, იძლევა ბრწყინვალე ინტერვიუებს, აკრიტიკებს უნიჭო პოლიტიკოსებს, ჰყიდის თავის ალბომებს მილიონობით ტირაჟით, მართავს სოლო კონცერტებს, სადაც ათობით ათასი მაყურებელი მიდის, – წერს გამოცემა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები