LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატები: “აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გაქრობა, ამირანაშვილის სახელს უკავშირდება”

72

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი ბათუმის მოვლენების იატაკქვეშეთის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, – ამის შესახებ ბათუმში, სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულების ადვოკატებმა თენგიზ კახიძემ და ზაზა პაპიძემ  განაცხადეს.

ადვოკატების თქმით, ბესიკ ამირანაშვილი შსს-ში კრიმინალურ პოლიციას ხელმძღვანელობდა, თუმცა ცუდი მენეჯერი იყო. ადვოკატ ზაზა პაპიძის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გაქრობა, სწორედ ამირანაშვილის სახელს უკავშირდება.

“ბესიკ ამირანაშვილი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. გაირკვა, რომ ეს პიროვნება შესაბამის მენეჯმენტს ვერ ახორციელებდა და ამიტომაც იყო ხარვეზები. ბათუმურ მოვლენებს ბესიკ ამირანაშვილს პირდაპირ ვუკავშირებთ, ასევე მის სახელი ფიგურირებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გაქრობაში, სწორედ ამ პროცესებში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ამირანაშვილმა შესაბამისი მენეჯმეტი ვერ განახორციელა, რის გამოც მისი გათავისუფლება მოხდა. 11-12 მარტის მოვლენების დროს, ჩვენი ინფორმაციით, ბესიკ ამირანაშვილი ბათუმში იმყოფებოდა და პროცესები მის მიერ იყო მართული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამირანაშვილი ვიდრე მინისტრის მოადგილედ დაინიშნებოდა, მანამდე აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო, მისი მმართველობის დროს არაერთი უკანონო დაკავება განხორციელდა”,- აცხადებს ზაზა პაპიძე.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები