LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატები გიორგი ონიანის მიმართ გამოტანილი განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ

91

ადვოკატები გოგა ონიანის მიმართ გამოტანილი განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. როგორც ონიანის ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა, განაცხადა, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას მიერ გამოტანილი განაჩენი არაობიექტურია და არ ეფუძნება მტკიცებულებებს.

„სასამართლოს ობიექტურად რომ განეხილა ყველა მტკიცებულება, შეუძლებელი იყო გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანა. იყო მუხლები, სადაც საერთოდ მტკიცებულებები არ არსებობდა, დანარჩენთან კი მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები იყო, რომლებსაც სახელმწიფომ შეღავათები გაუკეთა და სწორედ ამით გადაიხადეს საფასური იმ ცრუ ჩვენებაში. მიმაჩნია, რომ განაჩენი არის სრულიად უკანონო, დაცვის მხარე ამას გაასაჩივრებს და, იმედია, რომ მომავალ ინსტანციებში დაადასტურებს ამ განაჩენის უკანონობას,“ – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები