LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატების ინფორმაციით, ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე თავს დამნაშავედ არ ცნობენ

80

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდს ყოფილი მერი და მისი მოადგილე თავს დამნაშავედ არ ცნობენ და დუმილის უფლებას იყენებენ.ამის შესახებ ადვოკატებმა მოდულის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადეს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ამ ეტაპზე რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას წარმოდგენა არ აქვს, რა ბრალდებას ედავებიან და რა საქმეზეა საუბარი. არანაირი უკანონო ქმედება მას არ ჩაუდენია, შესაბამისად, პოზიციას აფიქსირებს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს“,- განაცხადა ლაშა გოგიას ადვოკატმა ,  მერაბ მუმლაძემ.

ზუგდიდის მერის ყოფილი მოადგილის, გია გულორდავას ადვოკატმა ზაქრო გვიჩიანმა აღნიშნა, რომ არ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებული იყოს

„მე შევხდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ის ბრალს არ აღიარებს. ამ ეტაპზე მას აქვს ბრალდებულის სტატუსი. ბრალი არ არის ჯერ წარდგენილი, მტკიცებულებებს ჯერ არ გავცნობივარ, ბრალის წარდგენის შემდეგ მოხდება სრულად მასალების გადმოცემა. პოზიციას რაც შეეხება, ის იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას, რაც ნიშნავს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას ედავებიან ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით. ჩემთვის როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე არ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გია გულორდავა იყოს დაკავებული და შემდგომში ცნობილი ბრალდებულად“, – განაცხადა ზაქრო გვიჩიანმა.

დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალს, სავარაუდოდ, ორ დღეში წარუდგენენ.გამოძიება ლაშა გოგიას და გია გულორდავას თანამდებობაზე ყოფნის  დროს განსაკუთრებით დიიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება.

თანამდებობები ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ  12 სექტემბერს, მიზეზის განმარტების გარეშე დატოვეს. გადადგომიდან ექვსი დღის შემდეგ კი გოგიამ  ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ის “პროვოკაციის მსხვერპლია და თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები