LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: ბექა შენგელია შეურაცხადია,მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

245

დამამძიმებელ გარემოებებში 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. ბრალდებულ შენგელიას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავების დღიდან ფსიქიატრიულ განყოფილებაშია. “ბექა შენგელია შეურაცხადია, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა”, – განაცხადა ადვოკატმა.

ლალი ბიწოშვილის თქმით, ექსპერტიზის ბიურომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასრულყოფილი დასკვნა დადო. დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდება იმ გამომძიებელს კითხვას, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდა. მოწმის დაკითხვის შემდეგ აუდიო-ვიდეო მასალებს გამოიკვლევენ. საუბარია გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ ვიდეომასალებზე, სადაც ბრალდებულების გადაადგილებაა ასახული. სხდომას ორივე ბრალდებული, ბექა შენგელია და ირმა ყოჩიაშვილი ესწრებიან. სასამართლო პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილის შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ირმა ყოჩიაშვილმა ბექა შენგელიასთან ერთად დედა, 1940 წელს დაბადებული ლუბა ყოჩიაშვილი ჯერ ელექტროშოკით გათიშა, ხოლო შემდგომ გაგუდა და დანის დარტყმით მოკლა. ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდეგ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა.

76 წლის დედის მკვლელობაში ბრალდებულმა 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა თავი დამნაშავედ ცნო. კანიბალიზმის ფაქტი დაადასტურა ასევე ბექა შენგელიამაც.

წყარო : “იმედი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები