LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი – ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებული თამთა ჯანჯღავა თავს დამნაშავედ არ ცნობს

50

ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებული თამთა ჯანჯღავა თავს დამნაშავედ არ ცნობს, – ამის შესახებ ადვოკატმა არჩილ შაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯანჯღავა პოლიციის შენობიდან ხელბორკილებით რამდენიმე წუთის წინ გამოიყვანეს. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებულს სავარაუდოდ კუკიაზე გადაიყვანენ, სადაც სამართალდამცველები მის კუთვნილ ავტომობილს დაათვალიერებენ.

„საქმის მასალებს ჯერ არ გავცნობივარ, თუმცა ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. დამატებითი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და ახლა უნდა მოხდეს დათვალიერება მის საკუთრებაში მყოფი ავტომობილის“, – განაცხადა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

მათივე ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობისფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები