LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი : მაკა ასათიანი “მაესტროს” შენობის და ტექნიკის 99%-ის მესაკუთრეა

49

„მაესტროს“ წილების 25%-ის მფლობელის, მაკა ასათიანის ადვოკატი ამბობს, რომ ტელეკომპანიის შენობა და ტექნიკის 99 % მაკა ასათიანის საკუთრებაა. გიორგი გვენეტაძემ გადაცემა „ფაქტორში“ განაცხადა, რომ ასათიანი “მაესტროსთან” მიმართებაში არასდროს მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც საფრთხეს შეუქმნის ტელევიზიას და ჟურნალისტებს.

“ძირითადი მატერიალური აქტივები, რითაც ტელეკომპანია მაუწყებლობს, არის მაკა ასათიანის და მის კონტროლს დაქვემდებარებული კომპანიების საკუთრება.

თუ მაკა ასათიანის ნება არ იქნება, სამართლებრივად შეუძლებელია, რომ ვინმემ ის იძულებული გახადოს, მისი საკუთრება გამოიყენოს. ტელევიზიის ტექნიკის 99 % მაკა ასათიანის საკუთრება.

შევეცდებით გამოვნახოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც ტელევიზიას საფრთხეს არ შეუქმნის. გიორგი გაჩეჩილაძის მხარე ძალიან დემაგოგიურად და საეჭვოდ აფიქსირებს კოტე გოგელიას სახელს. მინდა განვაცხადო, რომ ყველა გადაწყვეტილებას ტელევიზიასთან დაკავშირებით იღებს პირადად მაკა ასათიანი. მას გააჩნდა და გააჩნია სრული მატერიალური შესაძლებლობები იმისთვის, რომ აქამდეც თვითონ უზრუნველეყო და მომავალშიც გააგრძელოს ტელეკომპანიისთვის ხელშეწყობა. თუკი ბატონი კოტე რაიმე ფორმით სადმე გამოჩენილა, ასრულებდა მაკა ასათიანის თხოვნას,” , – აღნიშნა ადვოკატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები