LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატის ცემაში ბრალდებულ ლაშა კვირკვაიას სასამართლომ 10 ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა

39

ადვოკატის ცემაში ბრალდებულ ლაშა კვირკვაიას სასამართლომ 10 ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა. ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილების ყოფილ უფროსს, ლაშა კვირკვაიას, ბრალად ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ ძალადობა ედება.

სასამართლომ ბრალდების მუხლი გადააკვალიფიცირა და დამნაშავედ უფლებამოსილების გადამეტებაში სცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, კვირკვაიას საქმეში ძალადობის ფაქტი არ დასტურდება.

ლაშა კვირკვაიას გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ედავება. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში კი კვირკვაიას 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

დღევანდელ პროცესს დაზარალებული ადვოკატი, გიორგი მდინარაძეც დაესწრო, რომელიც ლაშა კვირკვაიას ცემაში ადანაშაულებს და გამამტყუნებელ განაჩენს ელოდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები