LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატის განცხადებით, რუსთავი 2-ის საქმის განხილვა ერთ დღეში შეუძლებელი იყო

76

“რუსთავი 2”-ის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცადებით, რუსთავი 2-ის საქმის განხილვა ერთ დღეში შეუძლებელი იყო. როგორც ადვოკატმა “ფორტუნას” განუცხადა, საქმე იყო მოცულობითი და დაახლოებით 9 ტომისგან შედგებოდა. “ამ პერიოდის განმავლობაში ფიზიკურად შეუძლებელი იყო, საქმის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება. ეს ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება მათ უბრალოდ გაახმოვანეს. საქმის მოცულობიდან გამომდინარე რამდენიმე კვირა მაინც იყო მასალების გასაცნობად საჭირო”, –  განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით,  ამ ეტაპზე ადვოკატები სამართლებრივი კუთხით მუშაობენ.

პოპულალურები