LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები შედეგების გაბათილებას მოითხოვენ

59

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ თავმჯდომარეობის კანდიდატები დავით ლანჩავა და ლევან ჯანაშია.  კანდიდატები ბიულეტენების გაყალბებაზე საუბრობენ.

“ადგილი ჰქონდა დაუდასტურებელ ბიულეტენებს, ბეჭდებით არ იყო დამოწმებული; ასევე, ბიულეტენების რაოდენობა აღმოჩნდა გაცემული ბიულეტენების, ანუ გამოცხადებული ადვოკატების რაოდენობაზე მეტი. ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც კომისიის წევრებს ჩანთაში ეწყოთ ბიულეტენები. ადგილი ჰქონდა ფაქტებს, როდესაც კომისიის წევრებს ხელში ეჭირათ ბიულეტენები. აბსოლუტურად ყველა ბიულეტენი გაყალბდა დავით ასათიანის სასარგებლოდ. არჩევნების შედეგი უნდა იყოს ბათილად ცნობილი”, – განაცხადა  პრესკონფერენციაზე ლევან ჯანაშიამ.

გადაწყვეტილება მეორე ტურთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიის წევრებმა უნდა მიიღონ. თუმცა, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების დიდი ნაწილი არა მეორე ტურს არამედ მთლიანად არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს.

კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: ებრალიძე დავითი – 31 ხმა; გაგნიძე გრიგოლი – 3 ხმა; ოსეფაშვილი ვასილ -3 ხმა; ჯაოშვილი ვაჟა -2 ხმა; ბესელია იასონ -10 ხმა; ჭკადუა ირმა -53 ხმა; ლანჩავა დავითი -160 ხმა; ჩხაიძე ელგუჯა -3 ხმა; ჯანაშია ლევანი – 632 ხმა; მარგიანი ონისე -2 ხმა; კობაიძე ალექსი- 1 ხმა; ასათიანი დავითი -1128 ხმა.