LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აეროპორტების გაერთიანება ადგილობრივ ავიარეისებთან დაკავშირებით ტენდერს აცხადებს

85

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ადგილობრივი ავიარეისების მომსახურების შესყიდვის შესახებ ტენდერი 4 წლით, 49 49, 672, 332.00 ლარზე გამოაცხადა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მომსახურება გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აეროპორტებს შორის, მესტია – ქუთაისი – მესტია, ნატახტარი-მესტია – ნატახტარი, ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა საჰაერო გადაყვანის მიზნით ავიარეისების ორგანიზებას და შესრულებას.

“4 წლის განმავლობაში მცირე ზომის საჰაერო ხომალდით საორიენტაციოდ 2248 რეისი უნდა შესრულდეს, საშუალო ზომის ხომალდით კი 2487 რეისი. სატენდერო პირობებით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მგზავრთა გადაყვანა ერთი არანაკლებ 15 ადგილიანი და ერთი არანაკლებ 30 ადგილიანი საჰაერო ხომალდით. მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება ყოველთვიურად შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით. დაინტერესებულ კომპანიებს განაცხადების ატვირთვა 12 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე http://www.procurement.gov.ge/ ელექტრონული წესით შეუძლიათ”, – ნათქვამია აერპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები