LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თანამდებობა დატოვა

98

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით, ქეთევან ალექსიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ ჩაანაცვლებს ალექსიძეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის პოზიციაზე.

შეგახსენებთ, ქეთევან ალექსიძე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თანამდებობას 2010 წლიდან იკავებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები