LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება

48

ხვალიდან 6 მარტის ჩათვლით აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

”საგზაო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 22 თებერვლის 12:00 საათიდან 6 მარტის ჩათვლით, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით (ორხევის ხიდებიდან “ისთ ფოინთამდე”).

საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება კახეთის გზატკეცილის დამხმარე ზოლის მეშვეობით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები