LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აეროპორტიდან უსაფრთხოების სამსახურმა და გამნაღმველებმა მგზავრების ევაკუაცია განახორციელეს

80

ჟენევის საერთაშორისო აეროპორტში მამაკაცი დააკავეს, რომელიც აცხადებდა, რომ ავიაკომპანია „აეროფლოტის“ თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. „როიტერის” ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურმა და გამნაღმველებმა ბოინგიდან მგზავრების ევაკუაცია განახორციელეს. რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა. პოლიციამ ასევე შეამოწმა მზავრების ბარგი და აეროპორტის ტერმინალი.

კომპანია „აეროფლოტის“ კუთვნილი თვითმფრინავი რეისს ჟენევიდან მოსკოვის მიმართულებით ასრულებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები