LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აეროპორტში პატრიარქმა “ციანიდის საქმეზე”კომენტარი გააკეთა

42

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უკვე თბილისშია, ილია მეორე სამშობლოში გერმანიიდან ჩარტერული რეისით დაბრუნდა. მას თბილისის აეროპორტში სასულიერო პირები, მრევლი და ჟურნალისტები დახვდნენ.

„თქვენი ლოცვებით მშვიდობით დავბრუნდი გერმანიიდან ძალიან მძიმე ოპერაციის შემდეგ. მინდა მადლობა მოგახსენოთ თქვენი თანადგომისთვის, თქვენი ლოცვებისთვის. მინდა მადლობა მოვახსენო გერმანელ ხალხს, გერმანიის ხელისუფლებას, პროფესიონალებს, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ოპერაცია მშვიდობით დამთავრებულიყო. დალოცვილი იყავით. სამწუხარო ის არის, რომ აქ არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა. ჩვენ ვფიქრობთ შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და გამოვიტანთ დასკვნას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით და კარგად დამთავრდება. დალოცვილი იყავით. გაიხარეთ”, – განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორეს ბერლინში ნაღვლის ბუშტის ოპერაცია 13 თებერვალს გაუკეთეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები