LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აეროსმიტი” ქართველ მსმენელს მადლობას უხდის

97

ლეგენდარული როკ-ჯგუფი “აეროსმიტი” Black sea arena-ზე გამართული კონცერტის შემდეგ, ქართველ მსმენელს მადლობას უხდის.

ამის შესახებ მათი სოციალური ქსელის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა.

“მადლობა ბათუმის ლურჯ არმიას, მადლობა ბლექ სი არენას და მის შესანიშნავ პერსონალს.

შემდეგი გაჩერება “ოლიმპისკი” – მოსკოვი, 23 მაისი, შევხვდებით იქ”, – ვკითხულობთ მათ გვერდზე.

ჯგუფის გვერდზე ასევე, გამოქვეყნდა სიმღერების სია, რომლებიც “აეროსმიტმა” გუშინდელ კონცერტზე შეასრულა. ფლეილისტი 17 სიმღერისგან შედგება და მათ შორისაა ისეთი ცნობილი ჰიტები, როგორიცაა crazy, cryin’, come together, miss a thing და სხვა.

Black sea arena-ზე სეზონი გუშინ, ამერიკულმა როკ-ჯგუფმა “აეროსმიტმა” გახსნა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ გამართავს შეკვეთილში აშენებულ გრანდიოზულ საკონცერტო დარბაზში შემდეგ კონცერტს, თუმცა ცნობილია, რომ იგეგმება სხვა მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანაც.

წინა წლისგან განსხვავებით, წელს Black sea arena ქართველ შემსრულებლებსაც დაეთმობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები