LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აეროსმიტის” კონცერტი “ბლექ სი არენაზე” არ გადადებულა!..

117

ჯგუფი “აეროსმიტი” “ბლექ სი არენამ” 20 მაისს კონცერტის გასამართად მოიწვია. ღონისძიება მათ ოფიციალურ საიტზე გუშინდელ დღემდე იყო დაანონსებული. დღეს კი საიტზე საქართველო ტურნეს ფარგლებში აღარ არის მოხსენიებული.

ეს ფაქტი ქართულ სოცქსელში შეუნჩნეველი არ დარჩენიათ. რასაკვირველია, კითხულობენ გადაიდო თუ არა კონცერტი.

რადიო “ფორტუნა” ამ თემით დაინტერესდა. როგორც “ბლექ სი არენას” წარმომადგენლებმა განგვიცხადეს, კონცერტი დაგეგმილ დროს გაიმართება.

მას შემდეგ, რაც ქართული მხარე უახლოეს დღეებში კონცერტს ოფიციალურად დააანონსებს და ბილეთებს გასატანად გამოიტანს, საქართველო ისევ დაუბრუნდება “აეროსმიტის” ოფიციალურ გვერდს, როგორც ჯგუფის გამოსამშვიდობებელი ტურნეს ერთ-ერთი მონაწილე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები