LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აეროსმიტის“ ლეგენდარული გიტარისტის ჯო პერის მიმართვა – „გამარჯობა, საქართველო!..“

296

„ბლექ სი არენას“ ოფიციალური „ფეისბუქ“-გვერდი ავრცელებს ამერიკული როკჯგუფის „აერომისტის“ ბრწყინვალე გიტარისტის, ჯო პერის მიმართვას ქართველი მსმენელისადმი, რომელსაც რადიო „ფორტუნაც“ გთავაზობთ.

„გამარჯობა, საქართველო!.. ეს ჯო პერია „აეროსმიტიდან“. 20 მაისს „ბლექ სი არენაზე“ მოვდივართ. შესანიშნავი გამოსვლა იქნება და ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოში პირველად დავუკრავთ. აეროვედერჩი!..“ – ამბობს გიტარისტი.

შეგახსენებთ, 20 მაისს „ჩენ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში „ბლექ სი არენა“ „აეროსმიტის“ კონცერტს წარმოგიდგენთ, რომელიც მათი ევროპული ტურნეს ნაწილია. ასევე შეგახსენებთ, რომ ტურნე გამოსამშვიდობებელი გახლავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები