LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქება ბაგრამის ბაზაზე – დაღუპულია 2 ჯარისკაცი, დაჭრილია 5 მოქალაქე

106

ავღანეთის ფარვანის პროვინციაში, ნატოს ძალების პატრულზე აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაიჭრა 5 ჯარისკაცი ჩეხეთიდან, რომლებიც ბაგრამის ბაზის მახლობლად ტერიტორიის პატრულირებას ახდენდნენ. თავდასხმას ასევე, 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ინფორმაციას ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო. ისლამისტების მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერაქტის სამიზნე ნატოს ძალების წარმომადგენლები იყვნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები