LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქება ბრემენის ერთ-ერთ სახლში – დაღუპულია 3 ადამიანი

82

გერმანიის ქალაქ ბრემენში, საცხოვრებელ სახლში, აფეთქება მოხდა. დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი.

ინციდენტი ბრემენის ერთ-ერთ გარეუბანში გამთენიისას მოხდა. აფეთქების ხმა სახლის ზედა სართულზე გაისმა. შედეგად შენობა თითქმის სრულად დანგრეულია. გერმანული მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის არის 7 წლის ბავშვი.

მეხანძრეებმა ახლომდებარე სახლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მობილიზებული იყო 70-ზე მეტი მეხანძრე.

აფეთექების მიზეზის დადგენა ან დრომდე ვერ ხერხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები