LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქება ბრიუსელში – ქალაქის ცენტრიდან ხალხი ევაკუირებულია

157

ბრიუსელის ცენტრალურ სადგურში აფეთქება მოხდა, „ბიბისის“ ინფორმაციით, სიტუაციას პოლიცია სრულად აკონტროლებს.

მამაკაცი, რომელსაც ასაფეთქებელი ქამარი ეკეთა, სამართალდამცველებმა სადგურის ტერიტორიაზე გაანეიტრალეს.

ამ დროისთვის ცენტრალური სადგური და ქალაქის მთავარი მოედანი ევაკუირებულია. „როიტერსის“ ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გასული წლის მარტში ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები