LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქება გუმათჰეს2-ზე – დაღვრილია 18 ტონამდე საწვავი

48

გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს,  გუშინ ძლიერი ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით,  ხანძარი ზეთის ტრანსფორმატორს გაუჩნდა.

შსს-ს ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში 40-მდე მეხანძრე-მაშველი, 8 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველო მონაწილეობდა.

პირველადი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 ტონამდე საწვავი დაიღვარა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები სრულყოფილ ინსპექტირებას განახორციელებენ იმის დასადგენად, თუ რა მასშტაბის ზიანი მიადგა გარემოს. შედეგებიდან გამომდინარე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შესაბამის ზომებს მიიღებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები