LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქება ჰამბურგში რკინიგზის სადგურზე – დაშავებულები არ არიან

61

ჰამბურგში, რკინიგზის სადგურზე, აფეთქება მოხდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, აფეთქება მცირე სიძლიერის იყო და შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიების ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუდგენელმა პირმა სადგურის ტერიტორიაზე პოლიეთილენის პარკით მოიტანა და ბაქანზე დატოვა.

ინციდენტი მოხდა გერმანიის ქალაქ შტუდგარდშიც, სადაც საშობაო ბაზრობაზე მყოფმა მამაკაცმა განაცხადა, რომ მას ზურგჩანთაში ბომბი ჰქონდა. მამაკაცი პოლიციამ დააკავა, ადგილზე მისულმა გამნამღველებმა კი ჩანთაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები